საქართველოს მოსახლეობა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ნაკრებს, დღეს მადლობას კიდევ ერთხელ თავისუფლების მოედანზე ეტყვის.
საღამოს 10 საათზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება, მანამდე ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან მსვლელობა გაიმართება.
თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დაწყებულია, დამონტაჟებულია სცენა, ცნობილია, რომ ტერიტორიაზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც.