22 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ტურისტული სერვისის მიმწოდებელი 83 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია პოტენციურ დამკვეთებს 3 დღის განმავლობაში შეხვდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ფორუმის ჩატარების ადგილად დიდი კონკურენციით შეარჩიეს.

პროცესში ევროპის ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა. ორგანიზატორებისგან საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო ტურისტული პროდუქტის, პოტენციალის, ინფრასტრუქტურის, საავიაციო კავშირის, ძლიერი კერძო სექტორის, ქვეყნის უსაფრთხოების, რეპუტაციისა და ცნობადობის კუთხით.

დღის ამბები