22 ნოემბერი 2024,   22:14
ვრცლად
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - გულშემატკივრებმა ნაკრების ბიჭებს თბილისის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ქომაგები დილიდან დროშებით, ნაკრების მაისურებით, საზეიმო განწყიობით იკრიბებიან - იმედით, რომ საყვარელ ფეხბურთელებს შეხვდებიან, თუმცა შეხვედრა აეროპორტში გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის წინასწარ არ დაგეგმილა.

ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები დაიგეგმა საღამოს საათებში.

საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს, მადლობის თქმა დღეს ჩვენი ზღაპრის გმირებისთვის შეუძლია ყველას - ზეიმი საღამოს 21:30 საათიდან დაიწყება. ფეხბურთის ნაკრები ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივა. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის გავლით.

საზეიმო დღის მთავარი გზავნილია - "ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული".

 

დღის ამბები