ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესაახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა იმ საუკეთესო სტანდარტების გამოყენებით გაგრძელდება, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა დაადგინა.
"მთავარ სამომავლო გეგმად უნდა გამოვყოთ მუშაობის აქტიურად გაგრძელება ე.წ. ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებლად.
ამ მიმართულებით ასევე პრიორიტეტი იქნება სერვისების ხარისხი და იმ დეფიციტების აღმოფხვრა, რაც დაკავშირებულია შშმ პირთა დასაქმებასთან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.