თბილისის საქალაქო სასამართლოში, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაკითხვა გრძელდება. საქმე ეხება ორ მაისსს, გმირთა მოდნის მიმდებარე გზის გადაკეტვის ეპიზოდებს.
ჩატარდა რამდენიმე სხდომა, ერთ აქტივისტს 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ექვსი პირის სასამართლო პროცესი კი გადაიდო.
დაკითხვაზე მისულები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები გამოძიებას არ აქვს და შეკრების და მანიფესტაციების წესები არ დაურღვევიათ
აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, შთაბეჭდილება დარჩა, რომ დაკავებულებს, უბრალოდ აქციებზე სიარულს ედავებიან, ხოლო მათი მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებებს არავითარი აზრი არ აქვს, რადგან სასამართლო მათ არ იზიარებს.
"გზის გადაკეტვაზე გვედავებიან, მეც და დანარჩენ ოთხ ადამიანსაც. განცდა დამრჩა, რომ არანაირ მტკიცებულებას არ აქვს აზრი, გვედავებიან უბრალოდ იმას, რომ აქციებზე დავდივართ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, მართლა", - განაცხადა აქციის მონაწილემ.