25 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
მოვითხოვ, როგორც პრემიერმა, შეაფასოთ თქვენი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის უხეში ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში - წარმოგიდგენიათ, სხვა ქვეყნების მინისტრები მივიდნენ დემონსტრაციაზე ტალინში? - ესტონელი დეპუტატი კალასს

ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის ურთიერთობაზე დებატები გაიმართა. სესიაზე ესტონელმა კანონმდებლებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს ჰკითხეს, იყო თუ არა გამართლებული უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰნას მონაწილეობა თბილისში ანტისამთავრობო აქციაში და მოწოდებები სცენიდან.

დეპუტატებსა და პრემიერს შორის, მწვავე დებატები შედგა. გამომსვლელები აცხადებდნენ, რომ ესტონელი დიპლომატის პოლიტიკურ აქციაზე დასწრება გაუმართლებელია. თავად ესტონეთის პრემიერმა საქართველოში განვითარებული პროცესები მაიდნის მოვლენებს შეადარა, მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ მთავრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის მიღებით, ევროკავშირის ნორმებს არ იცავს. ესტონელმა დეპუტატებმა პრემიერს ასევე ჰკითხეს, თუ მსგავსი ტიპის კანონი არის შეერთებულ შტატებსა და სხვა სახელმწიფოებში, რატომ არ შეიძლება ანალოგიური კანონი, უცხო გავლენების ჩარევისგან თავის დასაცავად, საქართველოშიც მიიღონ.

"ძვირფასო პრემიერო, სხვა მინისტრებო! ჯერ კიდევ ვერ გავიგე, რა პრობლემაა ამ კანონში. მე ვიცი, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში, ვიცი, რომ მსგავსი რეგულაციები იგეგმება თავად ევროკავშირში. ვიცი, რომ არა მარტო რუსეთმა, არამედ უნგრეთმაც მიიღო ასეთი კანონი ევროპიდან. და მე ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ ესტონეთმაც არ მიიღოს ასეთი კანონი, რათა ვიცოდეთ, რომელია ის ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ფინანსდებიან უცხოეთიდან და ამავდროულად ცდილობენ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე ესტონეთში. ჩემი აზრით, სრულიად გონივრული კანონია. ახლა, თუნდაც აღმოვაჩინოთ, რომ ეს კანონი არ არის მიზანშეწონილი, სხვა ქვეყნის საქმე არ არის ჩაერიოს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და დაიწყოს მათთვის კარნახი, თუ რა კანონების მიღება შეუძლია ან არა მათ დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს.

წარმოგიდგენიათ, მაგალითად, სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მივიდნენ დემონსტრაციაზე ტალინში, სტენბოკის სახლის წინ, რათა გააპროტესტონ ის ფაქტი, რომ ესტონეთში არის სრულიად არადემოკრატიული საარჩევნო სისტემა, რომელიც არის გაუმჭვირვალე, უკონტროლო და შესაბამისად, არასანდო ელექტრონული არჩევნების სახით. მაგალითად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოვიდეს აქ ესტონეთში, რათა გააპროტესტოს თქვენი მეთაურობით მთავრობა. ვფიქრობ, საქმეები ასე მარტივად არ წყდება და ისინი არ უნდა ერეოდნენ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. სწორედ ამიტომ მოვითხოვ თქვენგან, როგორც პრემიერ-მინისტრისგან, თქვენი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის უხეში ჩარევის შეფასებას საქართველოს საშინაო საქმეებში, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეტა. მან ძალიან მკაცრად გააპროტესტა ამ მინისტრის მიმართვა ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების შეკრებაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ რადიკალები ხელისუფლების წინააღმდეგ და მათ იქ მდგომებს მთელი ერი უწოდეს, ეს არის ის, რაც შეიძლება წარმოიდგინო საბჭოთა ან რუსი პროპაგანდისტისაგან და არა ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან. მაშასადამე, მე ნამდვილად ვითხოვ თქვენგან შეფასებას, მისაღებია თუ არა თქვენი ხელმძღვანელობით მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის ასეთი საქციელი? და თუ ასეა, შეუძლიათ თუ არა სხვა ქვეყნებს ანალოგიურად ჩაერიონ ესტონეთის საშინაო საქმეებში?"- აცხადებს ესტონეთის პარლამენტის წევრი ვარო ვუგლაიდი.

დღის ამბები