25 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი უწყებაში დაიბარა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი უწყებაში დაიბარა. უწყების ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე ვეტო დაძლია.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო საპასუხო ზომებს საქართველოსთან დაკავშირებით.

"ხაზს უსვამს რა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოების ნებას, ლიეტუვა განაგრძობს თანმიმდევრულ მხარდაჭერას ქართული საზოგადოების მისწრაფებების მიმართ, რომელიც ქვეყნის მომავლის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაკავშირებას ითვალისწინებს,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები