25 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
უკრაინაში არცერთი იტალიელი ჯარისკაცის გაგზავნას არ ვაპირებთ - ჩვენ გვსურს მშვიდობა და არა გლობალური ომი ან მესამე მსოფლიო ომი - ანტონიო ტაიანი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, ოფიციალური რომი უკრაინაში არცერთი იტალიელი ჯარისკაცის გაგზავნას არ აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

"იტალიელ სამხედროებს უკრაინაში საბრძოლველად არ გავაგზავნით. სამხედრო ტექნიკა და შესაძლებლობები, რომელსაც უკრაინას გადავცემთ, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე და არა რუსეთში.

უნდა ვიმუშაოთ მშვიდობის დასამყარებლად, საღი აზრით და დიპლომატიით. ჩვენ გვსურს მშვიდობა და არა გლობალური ომი ან მესამე მსოფლიო ომი," - აღნიშნა ტაიანიმ.

დღის ამბები