25 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
ვიქტორ ჯაფარიძე: 50 ლარად გამოდის, დილიდან საღამომდე "სვისტოკს" უკრავს და ის მეძახის მე მონას? - პარლამენტის ყველა წევრი გაგცემთ ადეკვატურ პასუხს ყველას

ჯოტოსა და მისნაირებს, სამხარაძეს, რომელიც გარბოდა და სირბილში ალბათ რეკორდს დაამყარებს მინდა ვუთხრა - იცოდეთ, რომ ადეკვატური პასუხი დაგხვდებათ ყველგან, ყველა ფეხის ნაბიჯზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ხალხის ძალის" რეგიონულმა მდივანმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორი თამაშის წესებსაც გამოიყენებენ ოპონენტები, ისეთივე თამაშის წესებით გაეცემათ პასუხი.

"თქვენ მიჩვეული ხართ ამას, ზედმეტი "დემოკრატიულობანა" - ეს არ არის დემოკრატია, დემოკრატია არის კანონის მორჩილება, სხვისი სიტყვის, სხვისი თავისუფლების პატივისცემა, უფლებების დაცვა და არა ის, რომ თქვენ გადმოდიხართ და აგინებთ. სტიგმატიზება არ არის მონას რომ ეძახი? -მე მონა ვარ და თვითონ თავისუფალი ადამიანია? ნორმალურები არიან? 50 ლარად გამოდის, დილიდან საღამომდე "სვისტოკს" უკრავს და ის მეძახის მე მონას? სასაცილო არ არის, 50 ლარად გამოდიხართ, "სვისტოკს" უკრავთ ქუჩაში და ჩვენ ვართ მონები?

გვარამიას ნათლულმა (სალომე ზურაბიშვილი) პოლიციელის მკვლელი შეიწყალა, პოლიციელს ვინც ცოცხლად წვავდა ის ხომ შეიწყალა, გვარამიას ნათლულმა წაახალისა ეს ახალგაზრდები, რომ კანონი დაარღვიონ.

ზოგადად, ცოტა სხვანაირი მორალის ადამიანი ვარ და ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს დაპატიმრება გამიხარდეს, პირიქით, მწყინს, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ კანონის წინაშე ვართ ყველა ერთი და თუ დააშავებ, ამას პასუხი მოჰყვება გნებავთ სამართალდამცავებთან, გნებავთ - ჩვეულებრივ ადამიანებთან. კიდე ვიმეორებ, ადეკვატური რეაქცია, როგორიც მქონდა გუშინ, ასეთი მქონდა მთელი ცხოვრება და ასეთი მექნება მუდმივად. არსად გაქცევას, დამალვას არ ვაპირებ, მე ჩემს ქვეყანაში ვარ, ვთვლი, რომ მივიღე სწორი გადაწყვეტილება, არამარტო მე, არამედ შემიძლია ჩემი საამაყო გუნდის სახელით ვთქვა, რომ საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღეთ და პარლამენტის ყველა წევრი გაგცემთ ადეკვატურ პასუხს ყველას, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიქნები და დარწმუნებული ვარ, სხვებიც." - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

დღის ამბები