25 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
ქალბატონი სალომეს შეთავაზება ტაქტიკურად სწორია, მაგრამ იმის გამოცხადება, რომ პირველ ივნისამდე იძლევა კონკრეტულ ტექსტზე ხელი მოწერის ვადას, აბსურდია - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებასა და ერთიან სამოქმედო გეგმას სთავაზობს.

"ქალბატონი სალომეს ეს შეთავაზება ტაქტიკურად სწორია, მაგრამ ის გამოცხადება, რომ პირველ ივნისამდე გაძლევთ ვადას, რომ ამ კონკრეტულ ტექსტზე ვინმემ ხელი მოაწეროს, ეს არის აბსურდი, ჩემი წარმოდგენით," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა, რომელმაც დასძინა, რომ შეთავაზებას ხელს არ მოაწერენ, თუმცა მხარს უჭერენ, რომ ეს პროცესი შეიცვალოს.

"ნაცვლად ასეთი ულტიმატუმისა, ქალბატონმა სალომემ დაიწყოს საჯარო განხილვის პროცესი, რომელსაც დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდით ნებისმიერ საკითხზე, რასაც ისედაც ვაპირებთ. შესაბამისად, მე მინდა, რომ საჯაროდ მოხდეს პრინციპების გარჩევა და ერთმანეთთან შედარება," - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

დღის ამბები