25 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე ვეტო დაძლეულია - 83 დეპუტატის მხარდაჭერით, პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირვანდელი სახით დაამტკიცა

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში არ გაითვალისწინა და ვეტო ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის წარმოდგენილ ვერსიის წინააღმდეგ ხმა 64 დეპუტატმა მისცა. შემდეგ კი, 83 მხარდაჭერით, პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირვანდელი სახით დაამტკიცა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კი დეპუტატების გადარწმუნებას ცდილობდა. განხილვას არ ჩაუვლია სიტყვიერი შელაპარაკების გარეშე.

შემაჯამებელ სიტყვაში მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, ოპონენტების კრიტიკასთან ერთად, კიდევ ერთხელ განმარტეს კანონპროექტის მიღების საჭიროება.

ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები