25 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ოპოზიციის განცხადებები ვეტოსთან დაკავშირებით - სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს

"ოპოზიციის ბაქიბუქი ბევრი გვინახავს, რომ გეკითხათ ადრე პარლამენტში შემოსვლასაც არ აპირებდნენ" - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ოპონენტების მიერ ვეტოს დაძლევამდე გაკეთებულ განცხადებებს. სახელისუფლებო პარტიაში დღეს ოპოზიცია პოპულიზმსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. საუბარია ოპოზიციონერი კანონმდებლების მიერ გაცემულ იმ დაპირებებზე, რომლის მიხედვითაც უმრავლესობას გამჭვირვალობის კანონი ვერ უნდა მიეღო.

სახელისუფლებო პარტიის წევრებისთვის ოპონენტების ეს განცხადებები პოლიტიკური პოპულიზმის მაგალითია. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ოპოზიციის მსგავსი რიტორიკა ადასტურებს, რომ მათ ელექტორატისთვის მხოლოდ ცრუ დაპირებების მიცემა შეუძლიათ.

რამდენიმე დღის წინ გაცემული დაპირებების დეტალებზე დღეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საუბარი აღარ სურთ. ნაწილი ამბობს, რომ პროგნოზის დროს გათვლას საერთაშორისო ზეწოლასა და პროტესტზე აკეთებდა, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ პირობის შესრულება, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, ისევ შესაძლებელია.

ვეტოს დაძლევამდე, მწვავე განცხადებით გიორგი ვაშაძე და თამარ კორძაიაც გამოირჩეოდნენ. დღეს პოლიტიკოსები კამერებთან აღარ გამოჩენილან. ოპონენტები კი, ცრუ დაპირებების გამო, ხალხის ძალიდან გააკრიტიკეს და პოლიტიკური მარცხის აღიარება მოსთხოვეს.

პოლიტიკოსების შეუსრულებელ დაპირებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა თავად საპარლამენტო ოპოზიციაში.

ოპონენტების მხრიდან საკუთარი ელექტორატის კიდევ ერთხელ მოტყუება - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, სადაც დღეს ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტი სწორედ შეუსრულებელ დაპირებებს დაუკავშირეს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ, 84 ხმით, დაძლია.

დღის ამბები