25 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, გასულ წელს 5 000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა - ოთარ შამუგია

"გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, 5000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა. გასულ წელსვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების კუთხითაც წარმატებული იყო.

"არსებულ მონიტორინგის ქსელს დაემატა 9 ახალი სადგური და დღეის მდგომარეობით უკვე 18 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გვაქვს. 2026 წლამდე სადგურების რაოდენობის 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა", - აღნიშნა მინისტრმა. 

დღის ამბები