25 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ქარტია, რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა - ვლადიმერ ბოჟაძე

სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიურ ნაცმოძრაობას ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ქარტია, რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

ბოჟაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, სინამდვილეში კი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ძალაუფლებას სრულად აიღებს ხელში მიხეილ სააკაშვილი.

"სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიურ ნაცმოძრაობას ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ქარტია, რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა. რუსეთის რეზიდენტი, როგორც მის მიერვე შეწყალებული გვარამია ეძახდა, ცდილობს, საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს: თითქოს 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ოპოზიცია, ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმი კი არ დაბრუნდება, არამედ კოალიცია (იგულისხმება ვითომ დაშლილი და გაშლილი ნაცმოძრაობა), მის მიერ წარდგენილი მთავრობა გაატარებს რეფორმებს და 2025 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ეს ყველაფერი თითქოს.
სინამდვილეში კი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ძალაუფლებას სრულად აიღებს ხელში მიხეილ სააკაშვილი: შსს-ში დააბრუნებს მერაბიშვილს და სისტემიდან გაუშვებს ყველა ღირსეულ პოლიციელს, გააუქმებს სუს-ს, სასამართლო სისტემას სრულად დაუქვემდებარებს ადეიშვილის პროკურატურას, ციხეებში დააბრუნებს პატიმრების გაუპატიურებას და წამებით სიკვდილს, სპეცრაზმით დაარბევს ყველა მიუღებელ ტელევიზიას და მიწასთან გაასწორებს თავისუფალ მედიას, კეზერაშვილი კვლავ გააკონტროლებს, ჩამოართმევს და გააკოტრებს ბიზნესს, საქართველო დაკარგავს კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას, რეალურ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
დაველოდოთ რომელი პარტიები მოაწერენ ხელს "რეზიდენტის ქარტიას", რომელი ენჯეოები, მედიები დაუჭერენ მხარს და სურათი კიდევ უფრო ნათელი გახდება.
"ქართული ოცნება" დაიცავს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, დაიცავს მამულს, ენას და სარწმუნოებას, დაიცავს ჩვენს ოჯახებს და შვილებს, გავაგრძელებთ ღირსებით სვლას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, დანარჩენს ისე როგორ 2012 წლიდან გადაწყვეტს მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი.
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024“, - წერს ბოჟაძე.

დღის ამბები