გასტრონომიულ ზონაში მისულმა სტუმრებმა სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, განახლებული რეცეპტით მომზადებული კერძები დააგემოვნეს.
ის, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათია - ქართული ღვინის დეგუსტაციას და მისი 8 000-წლიანი ისტორიის გაცნობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ყველაფერს, რაც ქართულ ღვინოსთანაა კავშირში, ღონისძიების სტუმრები დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაეცნნენ.
ღვინის ისტორია ისტორიულ ქალაქშიც გააცოცხლეს. გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი - მცხეთაში, ქართლური ღვინის ჯიშის 10-მდე მარანი იყო წარმოდგენილი.
გასტრონომიული ზონის გარდა, დამოუკიდებლობის დღეზე არაერთი კულტურული, სპორტული და შემეცნებით კუთხე მოეწყო. პარალელურად, იყო ცოცხალი მუსიკაც.