17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა ზუგდიდში. ცენტრალურ მოედანზე ამ დრომდე გრძელდება საზეიმო ღონისძიებები.
გამოიფინა სამხედრო ტექნიკა, მოეწყო კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
ადგილზე მოწყობილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.