25 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ირანის ქალაქ ბირჯანდში, დაღუპული პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ათასობით მოქალაქე ესწრება

ირანის ქალაქ ბირ-ჯანდში ებრაჰიმ რაისის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს. პრეზიდენტს ქალაქ მაშ-ჰადში, შიიტური ისლამის ერთ-ერთ წმინდა ადგილას, იმამ რეზას სალოცავში დაკრძალავენ. მსვლელობას ათასობით ადამიანი ესწრება.

ცერემონიას ირანის სულიერი ლიდერი ხელმძღვანელობს.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ექვს ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, აზერბაიჯანის საზღვართან 19 მაისს ჩამოვარდა.


დღის ამბები