25 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ზელენსკი საფრანგეთში ვიზიტის დროს დააყენებს საკითხს, ნატო-მ რუსული რაკეტები ჩამოაგდოს - POLITICO

POLITICO-ს ინფორმაციით, ვოლოდიმერ ზელენსკი საფრანგეთში ვიზიტის დროს დააყენებს საკითხს, ნატო-მ რუსული რაკეტები ჩამოაგდოს. უკრაინის პრეზიდენტი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება. ჯერ საფრანგეთში ჩავა, შემდეგ კი იტალიაში "დიდი შვიდეულის" შეხვედრას დაესწრება.

ინფორმაციას POLITICO წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის განრიგი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ამ ვიზიტებს იმისთვის გამოიყენებს, რომ ითხოვოს დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა და ნატო-ს მიერ რუსული რაკეტების ჩამოგდება, როგორც ეს ამერიკამ და გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთეს, როდესაც ირანი თავს დაესხა ისრაელს.

დღის ამბები