25 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
ზურაბ ადეიშვილი კიევში ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისრის და უკრაინის გენპროკურორის შეხვედრას ესწრებოდა

"ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი კიევში გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა" - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ით ვიგებთ. უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც შეხვედრას მართავს ევროკომისართან მართლმსაჯულების საკითხებში, დიდიე რეინდერთან, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კანდიდატია. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილიც, თუმცა, ამ ჯერზე ის ფოტოზე არ გამოჩენილა.

"სასიამოვნო იყო ჩემს მეგობართან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, დიდიე რეინდერთან ურთიერთობა. დიდად მადლობელი ვარ თქვენი ურყევი ერთგულებისთვის, უკრაინის სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების წინსვლის საქმეში" - წერს ანდრეი კოსტინი.

ცნობისთვის, აქამდე ზურაბ ადეიშვილი, რომელიც სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული, ჰააგაში, ბელგიასა და გერმანიაში მაღალი რანგის შეხვედრებზე იმყოფებოდა.

დღის ამბები