25 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
საქართველოში არავის ავარევინებთ - არც შარლ მიშელს უყვარს ჩემი საქართველო ჩემზე მეტად და არც საფრანგეთის პრეზიდენტს - ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ეპისკოპოსმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ახალგაზრდებს მიმართა. მან, ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები შეაფასა.

"ეკონომიკურად ძლიერები და შინაგანად თავისუფლები უნდა ვიყოთ. ამიტომ, ისე უნდა მოგვეპყრონ, რომ დაგვეხმარონ თავისუფლებისკენ, ეკონომიკური ძლიერებისკენ სიარულში. ხომ შეიძლება, რომ ერთმანეთის წყენები დავივიწყოთ და ნულიდან დავიწყოთ, წესიერად დავალაგოთ ურთიერთობები.

კარგად იცოდეს ნებისმიერმა, რომ საქართველოში არავის ავარევინებთ - არც შარლ მიშელს უყვარს ჩემი საქართველო ჩემზე მეტად, არც საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს და არც არავის. აბსოლუტურად ემსგავსებით რუსეთს მოქმედებებით. ჩვენ იმპერია გვახსოვს - რუსეთი გვექცეოდა ასე და ნუ იქცევით ასე ჩვენ მიმართ.

ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მივმართავ - ფრთხილად იყვნენ. ვიცი, რომ კარგი უნდათ, მაგრამ ისე არ გამოვიდეს, რომ რუსის საქმე აკეთონ მერე. დღეს თუ უცხოეთიდან ფინანსდება აქცია, ძალიან ადვილად შეიძლება მერე, იმ აქციებში, უცხოეთმა, თავისი ხალხით, საწინააღმდეგო აკეთოს. ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს,"- განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

დღის ამბები