25 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ევროპის ჩემპიონატზე მეტი გულშემატკივრის დასასწრებად, მთავრობა გერმანიაში ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს - ირაკლი კობახიძე

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომლებიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18, 22, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს.

ამისთვის მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. შესაბამისად, მივიღეთ უკვე ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, დანიშვნა სუბსიდირებით, ასევე ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას.

მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შესაძლებლობა ექნება 3 000 გულშემატკივარს. დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ხოლო დაახლოებით 1000 გულშემატკივრისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

ერთი გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს ექნება საშუალება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს ბილეთები საკუთარ განრიგს. მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძელებენ ამ ბილეთების შეძენას. ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთების შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე", - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები