უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პატიმართა გარკვეული კატეგორიის უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მობილიზების საშუალებას იძლევა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 8 მაისს მიიღო. მას მხარი 279-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. კანონი არ ითვალისწინებს მძიმე დანაშაულისთვის, კერძოდ, განზრახ მკვლელობისთვის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა მობილიზებას. ასევე მათ მობილიზაციას, ვინც სასჯელს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის.