25 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს და ეს არის ფაქტი, მაგრამ კონკრეტული ქვეყნის მინისტრისგან მსგავსი განცხადება შემაშფოთებელია - ირაკლი კობახიძე ლანდსბერგისის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაში, კონკრეტული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობის ფაქტს ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე, არამედ მთლიანობაში ევროკავშირის იმიჯზეც.

ირაკლი კობახიძემ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს და ეს არის ფაქტი, მაგრამ კონკრეტული ქვეყნის მინისტრისგან მსგავსი განცხადება შემაშფოთებელია".

"ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ.

მახსოვს, რამდენიმე თვის წინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას. მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ეს თავისთავად ფაქტია – როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში როცა აკეთებს ამ განცხადებას, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. სუვერენიტეტის დათმობაზე ამ კონტექსტში საუბარი სერიოზული შეშფოთების საგანია", – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას.

დღის ამბები