25 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
თბილისში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის 5 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები აფასებენ - ბუნდესტაგის დეპუტატი შესაძლო შედეგებზეც საუბრობს

"როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი - მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის მჭიდრო მოკავშირეა. ახლა გარეთ გამოსვლის დროა" - ასეთია ბუნდესტაგის საგარეო ურთიერტობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი ევროპელი კოლეგების პოზიცია მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.

საქართველოში სტუმრად მყოფმა გერმანიის, ფინეთის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასეს. ევროპელი პოლიტიკოსებისთვის გაუგებარია, რატომ არ მოისურვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთან შეხვედრა. მიხაილ როთმა და სხვა პოლიტიკოსებმა დღეს ღიად თქვეს, რომ ამ ვითარებაში მთავრობის დაპირება 2030 წელს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ მანიპულაციურია.

მიხაილ როთს, ჟიგიმანტას პავილიონის და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები, მართველ გუნდში არ გაკვირვებიათ. სახელისუფლებო პარტიაში დღეს ლიეტუვის სეიმის წევრს წარსული შეახსენეს. თქვეს, რომ პავილიონისი წლებია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. "ოცნების" დეპუტატებმა ჟიგიმანტას პავილიონისს პრანკერებთან ნათქვამი სიტყვებიც გაახსენეს, სადაც დეპუტატი ამტკიცებდა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალურ ბრძოლას აწარმოებს. მმართველ პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში მხოლოდ ოპოზიციის მხარდასაჭერად და ე.წ. ფერადი რევოლუციის წასახალისებლად ჩამოვიდნენ.

ლიეტუელი პოლოტიკოსმა ბრალდებებს აბსურდული უწდა. პავილიონისმა "ქართული ოცნება" მწვავედ გააკრიტიკა და მათი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციაზე საუბარს არარეალისტური უწოდა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადბებს ნეგატიურად აფასებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ოპოზიციისა და საქართველოში სტუმრად მყოფი ევროპელი პოლიტიკოსების მიზნები და სურვილები, რომ ერთმანეთს ემთხვევა ამაში დარწმუნებული არიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. კანონმდებლების თქმით, პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მხოლოდ მაშინაა მისაღები, თუ ის ობიექტურ გარემოებებს ეფუძნება.

უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში აქციები რამდენიმე კვირაა იმართება. კანონი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დღის ამბები