25 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
გვქონდა ძალიან გულწრფელი შეხვედრა ო"ბრაიენთან, კანონთან დაკავშირებით განვუმარტეთ ყველა დეტალი და თუ იქნება რაიმე შენიშვნები, ვართ მზად დისკუსიებისთვის - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრამა ირაკლი კობახიძემ, ჯიეიმს ო"ბრაიენთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მასთან შეხვედრა ძალიან გულწრფელი იყო:

"ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ ო"ბრაიენთან, ეს იყო ძალიან გულწრფელი შეხვედრა და ჩვენ ასევე გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობას. მათ შორის გვქონდა გულწრფელი საუბარი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა ჩვენს ქვეყანაში გასული 3 წლის მანძილზე. ავუხსენით და განვუმარტეთ ყველაფერი ო"ბრაიენს, ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მთავარია, რომ მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო, სამართლიანი დამოკიდებულება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ იქნება ასეთი დამოკიდებულება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე.

ასევე საუბარი გვქონდა კანონთან დაკავშირებით, განვუმარტეთ ყველა დეტალი ო"ბრაიენს, თუ იქნება რაიმე შენიშვნები, ვართ მზად დისკუსიებისთვის.

აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი ჩვენი პარტნიორისთვის, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, რაც ხდებოდა ორმხრივ ურთიერთობებში გასული სამი წლის მანძილზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად ო"ბრაიენსაც დავუდასტურე"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები