კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რამდენიმე წევრი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
ისინი გმობენ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში მუშავდება.
"კანონპროექტი საქართველოს მთავრობას მისცემს უფლებას, შეავიწროოს, სტიგმატიზაცია და ჯარიმები დაუწესოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, მათ შორის, მათ, რომელთაც მიიღეს მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.