პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს, აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროტესტი ხვალ, დილის 10:00-საათიდან, საპარლამენტო სესიის პარალელურად განახლდება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მმართველმა პარტიამ გაიწვიოს კანონპროექტი. მათივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები.