25 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ამ კანონის მიღების შემთხვევაში ვერ ვხედავ შანსს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნას ევროკავშირის წევრობის საკითხზე,  ეს გზავნილი ძალიან მკაფიოა - მაიკლ როთი

"ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ვერ ვხედავ შანსს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნას ევროკავშირის წევრობის საკითხზე", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაიკლ როთი ამბობს, საქართველოს ადგილი ევროპის გულშია. 

"ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ ვართ საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ადგილი ევროპის გულშია, რაც ნიშნავს ბეჯითად მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ, ძვირფასო მთავრობავ და მმართველო გუნდო, გთხოვთ, შეაჩერეთ უცხოური აგენტების შესახებ კანონი. მე ვერ ვხედავ ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს, თუ მთავრობა არ გამოიწვევს კანონპროექტს. მინდა მადლიერება გამოვხატო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობენ. თბილისი ჭეშმარიტად ევროპის დედაქალაქია და ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ გვექნება შანსი ვესაუბროთ მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას.

ამ კანონის მიღების შემთხვევაში ვერ ვხედავ შანსს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნას ევროკავშირის წევრობის საკითხზე. ეს ევროკავშირია, ეს გზავნილი ძალიან მკაფიოა." - ამბობს მაიკლ როთი.

 

დღის ამბები