25 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
"კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, საპროტესტო მოძრაობებისთვის ბიტკოინით დონაცია სჯობს" - ვრცელდება მორიგი ფარული ჩანაწერი

For.ge მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჩანაწერში ფიგურირებს უცხოელი ტრენერი, რომელიც საუბრობს პროტესტის დაფინანსების წყაროებზე და ხსნის ამ პროცესში კრიპტოვალუტის უპირატესობებს.  

"მაგალითად, როდესაც ვინმეს სურს საპროტესტო მოძრაობებს თანხა შესწიროს (მოახდინოს დონაცია) თან შეინარჩუნოს კონფიდენციალურობა, იცით, როდესაც ჩვეულებრივი საკრედიტო ბარათით ახდენ დონაციას საპროტესტო მოძრაობებისთვის, მთავრობის მიერ პროტესტის შესუსტების შემდეგ, მათ შეუძლიათ მიმართონ ბანკებსა და საკრედიტო კომპანიების და მათგან მიიღონ ინფორმაცია შენი სახელის შესახებ. ამის მერე კი შეიძლება მათ პოტენციურად სამიზნედ იქცე, შესაძლოა, დაგკითხონ და დაგაპატიმრონ კიდეც. საპროტესტო მოძრაობებისთვის ბიტკოინით დონაციის შემთხვევაში კი, ეს შეგიძლია გააკეთო კონფიდენციალურობის დაცვით, იყიდო ბიტკოინი (ელექტრონული ვალუტა) და გაუგზავნო საპროტესტო მოძრაობებს.

ვფიქრობ, დღეს ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მაგალითი. გუშინ ღამით თბილისში ვიყავი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქუჩაში, უამრავი ჩვეულებრივი ადამიანის პროტესტმა.

ბიტკოინი გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ გაგვეგზავნა ფული უკრაინაში პროტესტის მხარდასაჭერად, ჰუმანიტარული დახმარებისთვის "მაიდნის" პროტესტის მონაწილეთათვის საკვების, წყლისა და მედიკამენტების საყიდლად." - ამბობს უცხოელი ტრენერი. 

დღის ამბები