25 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
ვინც ძალადობს, ყველა ხელყოფს ამ ქვეყნის ინტერესებს - ბექა დავითულიანი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ვინც ძალადობს, ყველა ხელყოფს საქართველოს ინტერესებს.

მისი თქმით, ძალადობის ფაქტები ძალიან დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული და პასუხი უნდა აგოს ყველამ ვინც ძალადობს.

"ვინც ძალადობს, ყველა ხელყოფს ამ ქვეყნის ინტერესებს. ვინც ძალადობს მიტინგის ორგანიზატორებზე, არღვევს ამ ქვეყნის ინტერესებსაც და ამ ხელისუფლების ინტერესებსაც, რადგან ხელისუფლების ვალდებულებაა თავისი მოქალაქის დაცვა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რამენაირად ეს ხელისუფლებას აწყობდა, ეს არის ტყუილი, რადგან პირველ ეჭვმიტანილად მაშინვე ხელისუფლება შეიფუთა ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ, ეს ხელისუფლებას არაფერში არ აწყობს. ძალიან დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული და აუცილებლად პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ძალადობს", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები