25 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომ ადამიანებმა დაინახონ ის კონფიგურაცია, რა კონფიგურაციითაც მოდის ოპოზიცია - იაგო ხვიჩია

"არ ვიქნებოდი მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვების წინააღმდეგი იმ შემთხვევაში, თუ მეცოდინებოდა სააკაშვილის პასუხი იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულების შემდეგ,"- ასე გამოეხმაურა "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ექსპრეზიდენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას დროებით მთავრობასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ასეთ პირობებში, არჩევნებია საუკეთესო გზა იმ კონფიგურაციის დასანახად, რა კონფიგურაციითაც მოდის ოპოზიცია.

"არ ვიქნებოდი მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვების წინააღმდეგი იმ შემთხვევაში, თუ მეცოდინებოდა სააკაშვილის პასუხი იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულების შემდეგ. ვინაიდან ამას არავინ მეუბნება, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მირჩევნია, არჩევნებამდე მივიდეთ, რადგან არჩევნები გვაჩვენებს კონფიგურაციას, მინიმუმ, ოპოზიციის შიგნით, რომელიც მანამდე ვერ ლაგდება. როდესაც ვერავინ ვერაფერზე ვერ თანხმდება, არავინ არ ამბობს როგორ ქვეყანას ჰპირდება ახალგაზრდებს, არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომ ადამიანებმა დაინახონ ის კონფიგურაცია, რა კონფიგურაციითაც მოდის ოპოზიცია,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ არჩევნებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩაატარებს, "რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს". მისივე აზრით, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები