"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქცია დღესაც იგეგმება, თუმცა განსხვავებული ფორმატით. ორგანიზატორები თანამოაზრეებს 23 საათზე ქაშუეთის ეკლესიასთან ელოდებიან, რათა ერთად შეხვდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.