25 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, იმოქმედონ მშვიდობიანად და არ მიმართონ ძალადობას

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვოლკერ ტურკი წერს, რომ შეშფოთებულია ძალოვნების მხრიდან, აქციის მონაწილეების მისამართით "არასაჭირო და არაპროპორციული ძალის" გამოყენების შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო.

უმაღლესი კომისარი მოუწოდებს დემონსტრანტებს, აქციების ორგანიზატორებს გამოხატონ საკუთარი აზრი მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიაორგანიზაციებთან. როგორც ის აღნიშნავს, მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად გამოცხადება წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს.

დღის ამბები