25 ნოემბერი 2024,   15:15
ვრცლად
თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ეწვია

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით, თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, მეუღლესთან ერთად ესტუმრა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მაღალი რანგის სტუმარს დახვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

"ხანმოკლე შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.

ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს ოფიციალურ პირებს.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

წლიური შეხვედრების ფარგლებში, გაიმართება 70-მდე ღონისძიება, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა რანგის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, სხვა გლობალური კრიზისული გამოწვევების როლზე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

დღის ამბები