25 ნოემბერი 2024,   15:15
ვრცლად
"ფაქტია, რომ რუსული კანონით სამწუხაროდ საქართველოს ადგილი ვერ იქნება ევროკავშირში" - გიორგი ვაშაძე

ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს. რეზოლუციის ტექსტზე ევროპელი კანონმდებლები დღეს უნდა შეჯერდნენ, ხვალ კი კენჭისყრა იგეგმება. ამ თემაზე სტრასბურგში ოთხ პროექტს განიხილავენ.

ყველა მათგანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას - არ მიიღოს გამჭირვალობის კანონი. მოთხოვნათა შორის არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გაითვალისწინებს ბრიუსელის რეკომენდაციებს, ევროდეპუტატების ნაწილი "ქართული ოცნების" წევრებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის და სამართალდამცველებისთვის სანქციების დაწესებას ემხრობა.

ევროპარლამენტარის მოსაზრებას ემხრობა ოპოზიციაც. ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ადგილი ევროპაში არ იქნება.

"ფაქტია, რომ რუსული კანონით სამწუხაროდ საქართველოს ადგილი ვერ იქნება ევროკავშირში. კიდევ უფრო მძიმეა მოისმინო განცხადებები, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, რაც ამძიმებს სანქციებთან ამძიმებს ჩვენს ყოველდღიურ მდგომარეობას. დღეს არის ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით სვლას თუ ჩიხში შევალთ, რომელმაც შეიძლება ათწლეულები განსაზღვროს ჩვენი ბედი საკმაოდ მძიმე ვითარებაში", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები