25 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა, ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად იყოს დაცული - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს. 

ასევე, როგორც პრემიერმა განაცხადა, ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად იყოს დაცული.

"ყველა ხედავს, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს NGO-ების გამჭვირვალობას. მათი გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რადგან ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად იყოს დაცული. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია NGO-ების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმიტომ, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რაც მოხდა 2020-21-22 წლებში. შესაბამისად, ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა, მით უფრო მაშინ, როდესაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა კანონის წინააღმდეგ,"- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები