25 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას ილჰამ ალიევის პრესსამსახური ავრცელებს.

“22 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს საერთაშორისო აეროპორტ “ვნუკოვო-2“-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკვანძო საკითხების განხილვას და რეგიონულ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას გეგმავენ.

დღის ამბები