25 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, მათ შორის გამოიყენოს სანქციები, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში - ეკა გიგაური პარტნიორებისგან სანქციებს ითხოვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური პარტნიორებისგან საქართველოს სანქცირებას ითხოვს.

"ქართული დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, მმართველი პარტია და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იღებენ რუსული სტილის კანონებს, აჩუმებენ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ათასობით ადამიანი გამოთქვამს პროტესტს და ეწინააღმდეგება სამთავრობო პროპაგანდას. დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, მათ შორის გამოიყენოს სანქციები, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში," - წერს გიგაური სოციალურ ქსელ X-ზე.

 

 

 

 

 

დღის ამბები