25 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 
 
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
 
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
დღის ამბები