25 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე.

განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში შტატების ჩართულობა.

საქართველოს პირველმა დიპლომატმა ამერიკას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

დღის ამბები