პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე დაკავებული 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მათ შორის, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც.
ყველა მათგანის სხდომა გადაიდო. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 24-25 აპრილს ჩაინიშნა.
ადვოკატების განმარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან აქციაზე რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია და ისინი წესრიგს არ არღვევდნენ.