25 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ჩვენი ხმა მომავალ არჩევნებზე 26 ოქტომბერს გაისმება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქამდე გვყავდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი საქმის კეთება - პრეზიდენტი

"გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მასზე ვეტოს გამოყენებაზე BBC-ის შემდეგ CNN-ის ეთერში ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა.

მმართველი გუნდის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტმა "პროვოკაცია და რუსული სტრატეგია" უწოდა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილი ხელოვნური ბარიერებისთვის მმართველ გუნდს პასუხს ქართველი ხალხი ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს.

“მნიშვნელოვანია, რომ ახლა ვიყო ხმა და ჩვენი ხმა გაისმის საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგან ეს ძალიან ნათელია. ჩემი ვეტო მათი ხმაა და ჩვენი ხმა მომავალ არჩევნებზე 26 ოქტომბერს გაისმება. სწორედ მაშინ გადაწყვეტს საქართველო თავის ბედს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქამდე გვყავდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი საქმის კეთება," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

დღის ამბები