25 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ისინი ლოზუნგებით და დოგმებით ცდილობენ საზოგადოების აზრი ჩაახშონ, ეს არის დეზინფორმაციული შტურმი - შალვა პაპუაშვილი "გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის ირგვლივ აგორებული ამბავი, საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული შტურმია, რომელიც სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ცდილობს საზოგადოების აზრის ჩახშობას.

მისი შეფასებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არგუმენტირებულ დიალოგში არ შემოდიან და დოგმებით მსჯელობენ.

"ჩვენ ახლა ვართ მოწმე დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, რომლებიც ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საზოგადოების აზრი. ჩვენ რასაც ვისმენთ – რუსული კანონი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის დოგმით მსჯელობა, როდესაც აღარ შემოდიან არგუმენტში.

გუშინ ცხრა საათის განმავლობაში მამუკა მდინარაძე სვამდა მთავარ კითხვას. ვინაიდან, იმისთვის, რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები და დოგმატიზმი, არსებობს ერთი მარტივი ხერხი, ეს არის მარტივი კითხვა: რატომ? ამ კითხვაზე როდესაც არ არის არგუმენტირებული და ლოგიკური პასუხი, ესე იგი ჩვენ საქმე გვაქვს დოგმასთან, რწმენასთან, რომელიც უნდათ წარმოადგინონ, როგორც არგუმენტი. ერთადერთი პასუხი იყო - იმიტომ, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს. ამ ქვეყანას გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპები თავის ცხოვრებაში და ამ ხალხსაც გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპები. ჩვენ, ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი. როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით რატომ არ უნდა იქნას მიღებული ეს კანონი, გვეუბნებიან - იმიტომ, რომ თქვენთან საზოგადოების რომელიღაც ნაწილს არ უნდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები