25 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ - მესმის, რომ რთულია სიმართლის მოსმენა, მაგრამ მოგიწევთ

მომხსენებელი როგორც კი იწყებს შინაარსობრივ მსჯელობას, ორ ხმაში ესაუბრებიან, ქალბატონი თინა და ქალბატონი ანა იყვნენ ახლა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება მიუთითებს ერთადერთზე, რომ მათ სურთ დისკუსიის ჩაშლა.

"გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ. დაელოდეთ, გამობრძანდით შემდგომ შეკითხვით და წარმოაჩინეთ თქვენი შეკითხვა, რა გინდათ რომ გვითხრათ. ამიტომ გთხოვთ, დაასრულებინეთ. მესმის, რომ რთულია სიმართლის მოსმენა მაგრამ მოგიწევთ", - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დღის ამბები