სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტები გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კონკრეტულმა პირებმა 2,5 კილოგრამზე მეტი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანა ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრების სახით სცადეს. ამოღებული კონტრაბანდული ძვირფასეულობის ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.