25 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაშია - ხვალიდან ოფიციალური შეხვედრები იწყება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაშია. ხვალიდან ოფიციალური შეხვედრები იწყება. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ცერემონია გაიმართება.

ირაკლი კობახიძეს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური, ასევე შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს.

დღის ამბები