26 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა - ყველა მათგანს სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში ადანაშაულებენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საუბარია “სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში უკანონოდ ათვისებულ თითქმის ორ მილიონ ლარზე.
თანხა რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას უნდა მოხმარებოდა, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს.