მცხეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
შიდა საუბნო გზა ეწყობა სოფელ მუხრანში, სადაც ასფალტიანი გზა მოსახლეობას დღემდე არ ქონია. დაგეგმილია 1 კმ-მდე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.