25 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ევროკავშირის პარტიები და კომისია საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ კამპანიის წესებს აწერენ ხელს

ყველა ევროპული პოლიტიკური პარტია, ევროკომისიის შუამავლობით, დღეს ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს, როგორც ფართო ძალისხმევის ნაწილს ევროკავშირის ივნისის საარჩევნო კამპანიის უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციისგან დასაცავად, - ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

შეთანხმება კომისიის დემოკრატიის დაცვის პაკეტის ნაწილია და, როგორც მედია წერს, ცდილობს, დაიცვას ევროკავშირის არჩევნები საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციისგან. დოკუმენტის თანახმად, ყველა მხარემ პირობა დადო, რომ "პროაქტიულად აიცილებენ თავიდან იმ ნარატივების გაძლიერებას, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ევროკავშირის გარეთ არსებული სუბიექტები და აქტორები, გარდა წევრი პარტიებისა“.

დღის ამბები