25 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული - მამუკა მდინარაძე "გამჭვირვალობის" კანონპროექტზე

ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის იცით? როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც არ უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიმართ

ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიცირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის - არა, ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

"რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიციირებულია ბრიტანეთში - ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის - ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები